Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ერაყელებს მოუწოდებს დაშალონ ირანის მხარდაჭერით მოქმედი ძალები


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ერაყს5 დაშალოს შეიარაღებული რაზმები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. მაკრონმა მოუწოდა ერაყის მთავრობას, დაიწყოს დიალოგი და განმუხტოს დაძაბულობა ერაყის ქურთთა ლიდერებთან. ორ დეკემბერს, მაკრონმა პარიზში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი გამოდის კონსტრუქციული ეროვნული დიალოგისკენ მოწოდებით ერაყში. მაკრონმა ეს განაცხადა ქურთ ლიდერებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ნეჩირვან ბარზანისთვან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარიზში.

XS
SM
MD
LG