Accessibility links

ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტს მიმართავენ


ტელეკომპანია NewsOne-ის ჩახერგილი შესასვლელი. კიევი, 2017 წლის 3 დეკემბერი

კიევში, ტელეკომპანია NewsOne-თან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებს დაბლოკილი აქვთ შენობის შესასვლელი. გაზეთის, „ზერკალო ნედელის“ ინფორმაციით, 3 დეკემბერს დაწყებული აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ტელეარხის მფლობელმა, უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, ევგენი მურაევმა მოინანიოს სეპარატისტული გამონათქვამები და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს პატრიოტული, პროუკრაინული პოლიტიკით. თავის მხრივ, ევგენი მურაევმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ბლოკირებასთან კავშირი აქვს ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ბრატსტვო“-ს ხელმძღვანელს, ტელეწამყვანს, დიმიტრი კორჩინსკის. NewsOne-ის ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაქოვს მიმართეს, პირადად ჩაერიონ სიტყვის თავისუფლების ხელყოფის თავხედურ მცდელობაში. ტელეკომპანიის თანამშრომლები აქციას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ NewsOne იყო ერთადერთი არხი, რომელმაც 3 დეკემბერს, ეთერში გადასცა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, „უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში ორგანიზებული, ე.წ. იმპიჩმენტის მარში. საპროტესტო აქციაზე, რომელშიც სხვადასხვა ინფორმაციით, სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG