Accessibility links

პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ სამი პირი. საქართველოს შსს-ს მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის, თ.კ.-სა და მისი შვილებისთის, ლ.კ.-ს და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. შსს-ს განცხადებითვე, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. შსს-ს ცნობითვე, გამოძიებამ ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა, გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყვეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას და ისინი დაკავებულნი არიან დანაშაულის დაფარვისთვის. 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, დანით სასიკვდილოდ დაჭრეს 51-ე საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი. 2 დეკემბერს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 16 წლის მოზარდი, ერთ ბრალდებულს კი ამ დრომდე ეძებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG