Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები


ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-22
ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-22

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა დაიწყეს თანამშრომლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ერთობლივი სამხედრო სწავლება, Vigilant Ace. ხუთდღიან წვრთნაში სამხრეთ კორეელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობს მიიღებს 12 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და 230 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები, F-22 და F-35. სამხრეთ კორეაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სარდლობის განცხადებით, ერთობლივი წვრთნა მიზნად ისახავს ოპერატიული შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გაზრდას კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნას უწოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია და ვაშინგტონი დაადანაშაულა ბირთვული ომისთვის მზადებაში. რეგიონში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 28 ნოემბრიდან, როცა ფხენიანმა გამოსცადა ახალი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, „ხვასონ-15.“ ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, ამ ტიპის რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG