Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა პაკისტანში ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაზე სასაუბროდ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი ჩავიდა პაკისტანში, სადაც შეხვდება ქვეყნის ლიდერებს ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაზე სასაუბროდ. აშშ-ის შეფასებით, ისლამაბადი საკმარისად არ აქტიურობს მის ტერიტორიაზე მყოფი ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ. „პაკისტანის ლიდერებისაგან გვსმენია, რომ არ უჭერენ მხარს ტერორიზმს. ამდენად, მოველი შესაბამის მოქმედების ასახვას მათ პოლიტიკაში“, განაცხადა მატისმა 3 დეკემბერს ისლამაბადში ჩასვლამდე. მანამდე ის შეხვდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს. მატისის განმარტებით, ტერორიზმთან ბრძოლისას მას სურს პაკისტანელებთან თანამშრომლობა და არა ზეწოლა პაკისტანის ლიდერებზე.

XS
SM
MD
LG