Accessibility links

კიევში ოპოზიციის მიტინგზე მოითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას


კიევის ცენტრში იმართება დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციის ორგანიზატორია მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ და აქციაზე შეიკრიბა 2500-მდე ადამიანი. სხვა წყაროები 5000-მდე დემონსტრანტზე იუწყებიან. შეკრებილებს სააკაშვილმა მოუწოდა, რომ 10 დეკემბერს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე გამართონ აქცია, თუ პარლამენტარები არ შეასრულებენ მათ მოთხოვნას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG