Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა


თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. 2017 წლის 4 დეკემბერი
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. 2017 წლის 4 დეკემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს, მათგან ერთს დაუსწრებლად. სასამართლომ 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შესახებ. სხდომის შემდეგ, საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაეთანხნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი. პროკურორის ინფორმაციით, სხდომაზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას სასიკვდილოდ დაჭრეს 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი პოლიციამ მალევე დააკავა, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ. ორივე ბრალდებული თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის უფროსკლასელია.

XS
SM
MD
LG