Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ციხიდან გამოუშვეს ჟურნალისტთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე


2017 წლის 4 დეკემბერი: ყაზახი ჟურნალისტი საიტგაზი მატაევი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ
2017 წლის 4 დეკემბერი: ყაზახი ჟურნალისტი საიტგაზი მატაევი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

ყაზახეთში ციხიდან გამოუშვეს ჟურნალისტთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, საიტგაზი მატაევი, რომელსაც შარშან მიუსაჯეს ექვსი წლით პატიმრობა თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებებით. ამავე ბრალდებების საფუძველზე ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა მის ვაჟიშვილს, ასეტ მატაევს. საიტგაზი მატაევმა 20 თვეზე ნაკლები დაჰყო პატიმრობაში. ალმა-ატის მახლობლად მდებარე ზარეჩნის კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ მის შვილსაც მალე გაათავისუფლებენ. 63 წლის მატაევი და მისი შვილი შარშან თებერვალში დააკავეს. ოქტომბერში სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ყაზახეთის კომუნიკაციის სამინისტროდან ასიათასობით დოლარის მითვისებაში. ორივე უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, საიტგაზი მატაევი შეთითხნილი ბრალდებებით გაასამართლეს, რაც იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება ჟუნალისტთა კავშირის თავმჯდომარედ მუშაობისათვის. მისი ვადამდე გათავისუფლება მოჰყვა ამნისტიას ყაზახეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG