Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 30-მდე ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო ძალების მონაწილეობით მოწყობილი თავდასხმის შედეგად


აღმოსავლეთ გუთის რაიონის ქალაქი ბეით საუა 2017 წლის 3 დეკემბრის ავიადარტყმების შემდეგ
აღმოსავლეთ გუთის რაიონის ქალაქი ბეით საუა 2017 წლის 3 დეკემბრის ავიადარტყმების შემდეგ

სირიაში, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა 3 დეკემბერს რუსეთის ავიაციისა და სირიის სამთავრობო ჯარების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო როიტერსი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობსა და ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობებზე დაყრდნობით. სააგენტოს თანახმად, ყველაზე დიდი მსხვერპლი - 17 ადამიანის სიკვდილი - მოჰყვა დამასკთან მდებარე აღმოსავლეთ გუთაში საცხოვრებელი კვარტლისა და ბაზრის დაბომბვას. უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო 20 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ გუთის რაიონში დაიღუპა 200-მდე სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები. გაეროს მონაცემებით, რეგიონში იმყოფება 400 ათასამდე სამოქალაქო პირი და მათი უმრავლესობა საჭიროებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას, მაგრამ გაეროს არ ატარებენ აღმოსავლეთ გუთის საზღვრებზე. აღმოსავლეთი გუთა მიეკუთვნება სირიაში სამხედრო კონფლიქტის „დეესკალაციის ზონებს“, მაგრამ რეგიონიდან ვრცელდება ცნობები, რომ შეტაკებები მაინც გრძელდება. დეესკალაციის ზონებში ძალადობის შეწყვეტის გარანტორები არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი. რუსეთმა 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო სამხედრო კამპანია სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG