Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენიდან იუწყებიან ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ


იემენის ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ მოკლული ალი აბდულა სალეჰი
იემენის ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ მოკლული ალი აბდულა სალეჰი

იემენელი მეამბოხეების განცხადებით, მოკლულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ჯერ ჰუთიტი მეამბოხეების მოკავშირე იყო, მაგრამ მათ მოწინააღმდეგედ იქცა. მეამბოხეებმა ეს განცხადება გააკეთეს 4 დეკემბერს, როცა ინტერნეტში გავრცელდა, სავარაუდოდ, მოკლული სალეჰის ფოტო. ჰუთიტი მეამბოხეების ტელევიზიაში წაკითხული ცნობით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს შეიარაღებული ჯგუფის კრიზისისთვის ბოლოს მოღებისა და მათი ლიდერისა და მისი რამდენიმე კრიმინალი მხარდამჭერის მოკვლის შესახებ“. სალეჰმა 2 დეკემბერს გამოაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა ირანის მხარდაჭერით მოქმედ ჰუთიტ მეამბოხეებთან. მანამდე სამი წლის განმავლობაში, ის მეამბოხეებთან ერთად მართავდა იემენის დედაქალაქ სანას. 75 წლის სალეჰი 30 წელიწადზე მეტხანს იდგა ხელისუფლების სათავეში, ვიდრე 2012 წელს დემონსტრანტები განდევნიდნენ.

XS
SM
MD
LG