Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის საელჩო 11 დეკემბრიდან განაახლებს რეგიონებში ვიზების გაცემას


მოსკოვში, რუსეთში აშშ-ის საელჩო
მოსკოვში, რუსეთში აშშ-ის საელჩო

რუსეთში აშშ-ის საელჩო აპირებს, 11 დეკემბრიდან განაახლოს რეგიონებში ვიზების გაცემა - პროცესი, რომელიც წელს 23 აგვისტოდან შეწყდა. რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ვიზების გაცემა განახლდება სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში აშშ-ის საკონსულოებში. აღნიშნავენ, რომ ვიზების გაცემა „შეზღუდული მოცულობით“ განახლდება. „მოსკოვში აშშ-ის საელჩო ასევე განაგრძობს გასაუბრებას შეზღუდული მოცულობით საიმიგრაციო, დივერსიფიცირებული და არასაიმიგრაციო ვიზების გასაცემად“, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. აშშ-მა 21 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბით მისი დიპლომატიური მისია წყვეტდა „ყველა სავიზო ოპერაციას“, რომლებიც არ უკავშირდებოდა მიგრაციას. ეს ნაბიჯი იყო პასუხი მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, შეემცირებინა თანამშრომელთა რიცხვი რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

XS
SM
MD
LG