Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩხრეკენ მიხეილ სააკაშვილის ბინას


მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან მომხრეებს მიმართავს. კიევი, 5 დეკემბერი 2017 წ.
მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან მომხრეებს მიმართავს. კიევი, 5 დეკემბერი 2017 წ.

კიევში მიმდინარეობს უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკა. უკრაინული ინტერნეტგამოცემა LB.ua იუწყება, რომ ჩხრეკის დაწყებამდე სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ამავე გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, სახურავზე სახანძრო კიბით ავიდნენ მაშველები. ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სააკაშვილის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმის ფარგლებში და შეეხება ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკოსების მხრიდან სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან სპეცრაზმელები.

XS
SM
MD
LG