Accessibility links

კიევში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი


UKRAINE -- Georgian former President Mikheil უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აკავებენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს (კიევი, 5.12.17)

კიევში დააკავეს უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უკრაინული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლიდან სპეცრაზმელებმა გამოიყვანეს. დილით, მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა დაიწყო. ინტერნეტგამოცემა LB.ua იუწყებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სახურავზე სახანძრო კიბით ავიდნენ მაშველები და სამართალდამცავები. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბინაში საგამოძიებო მოქმედებებს, ჩხრეკას ატარებს გენერალური პროკურატურა, რომელსაც თანხლებას უწევს უშიშროების სამსახურის ქვედანაყოფი. ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ და სააგენტო „უნიანი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, უკრაინიდან გაქცეული პოლიტიკოსების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG