Accessibility links

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა


უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კიევში დაკავებულია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. უშიშროების სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული წარმოების ფარგლებში. ეს მუხლი შეეხება დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა ხელშეწყობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობითვე, მიხეილ სააკაშვილს გამომძიებლები დაკითხავენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG