Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი დეპუტატი მედიას დაპირდა სენსაციას მიხეილ სააკაშვილის შესახებ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პარლამენტის ფრაქციამ, „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს მიმართა 5 დეკემბერს, 16 საათზე პარლამენტში მივიდეს და დეპუტატებს გააცნოს „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებული სიტუაცია - ამის შესახებ კიევში, ჟურნალისტებს აცნობა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი ბერეზენკომ. „ვფიქრობ, რასაც მოისმენთ, სენსაციური ხასიათის იქნება“ - განაცხადა ბერეზენკომ. ჟურნალისტების შეკითხვას, რას გულისხმობს სენსაციაში, დეპუტატმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ სურს. მისივე თქმით, წინასწარ ცნობილია, რომ გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გახსნეს ე.წ. მიხო-მაიდანის დაფინანსების წყაროები. მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა საპარლამენტო ფრაქციის, „სამოპომიჩის“ ლიდერმა, ოლეგ ბერეზიუკმა. მან 5 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქუჩაში ხალხის დაპატიმრება და გატაცება ტირანია, დემოკრატიის ხელყოფა და უკრაინის სუვერენიტეტის წიანაღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ოლეგ ბერეზიუკმა პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

XS
SM
MD
LG