Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სპეცრაზმელის წინააღმდეგ. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სპეცრაზმელის წინააღმდეგ. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი

კიევის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა დასაშლელად - ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან. საცხოვრებელ სახლთან, სადაც 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სააკაშვილის მომხრეებმა ალყა შემოარტყეს და ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცეს ავტომანქანას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ბარიკადები აღმართეს. უკრაინის შსს-ს პრესმდივანმა, არტიომ შევჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულია სულ მცირე 5 ადამიანი, რომლებიც პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენ. შევჩენკოს ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავები.

XS
SM
MD
LG