Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილს ბრალს სდებს იანუკოვიჩ-კურჩენკოს ჯგუფთან კავშირში


იური ლუცენკო
იური ლუცენკო

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კავშირი აქვს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან. 5 დეკემბერს, კიევში გამართულ ბრიფინგზე ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები ამ ჯგუფის, პირველ ყოვლისა, კურჩენკოს დაფინანსებით აწყობდნენ საპროტესტო აქციებს, რომელთა მიზანი იყო უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, იანუკოვიჩ-კურჩენკოს დანაშაულებრივი ჯგუფის წიანაღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მათი კონტროლის აღდგენა ქონებაზე, რომელიც თავის დროზე შეიძინეს კრიმინალური მეთოდებით. იური ლუცენკომ ბრიფინგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უწოდა პირველი ნაწილი ოპერაციისა, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ჩაატარეს პრორუსული ძალების რევანშის გეგმის ჩასაშლელად. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერიც, რომელიც მისი განცხადებით, ასახავს სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბარს. ბიზნესმენმა სერგეი კურჩენკომ, რომელიც კომპანიათა ჯგუფის, „გაზ უკრაინის“ მფლობელია, უკრაინა 2014 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და რუსეთში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG