Accessibility links

ავღანეთში ჩატარებული ოპერაციის მსვლელობაში მოკლეს ალ-ყაიდის ათობით წევრი, მათ შორის მაღალი რანგის მეთაური


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობით, ალ-ყაიდის ათობით წევრი, მათ შორის მაღალი რანგის მეთაური იქნა მოკლული რამდენიმე პროვინციაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად. ქვეყნის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის 5 დეკემბრის განცხადებით, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო ძალებთან ერთად ჩატარებული ოპერაციის მსვლელობაში მოკლეს 80-მდე და დააკავეს 27 ისლამისტი ექსტრემისტი. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, როდის ჩატარდა ოპერაციები, მაგრამ ნათქვამია, რომ ისინი მიმართული იყო ალ-ყაიდის წინააღმდეგ აღმოსავლეთ და სამხრეთ ავღანეთში. ავღანეთის დაზვერვის უწყების ცნობით, ალ-ყაიდის ხუთი ბაზა გაანადგურეს სამხრეთში მდებარე ზაბულისა და აღმოსავლეთში მდებარე ღაზნისა და პაქტიის პროვინციებში. როგორც განცხადებაში წერენ, მოკლულებს შორის არის ომარ მანსური - ალ-ყაიდის რანგით მეორე ლიდერი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ალ-ყაიდა იქ მიზნად ისახავს პაკისტანის, ინდოეთის, ბირმისა და ბანგლადეშის მთავრობების დამხობას ისლამური სახალიფოს შესაქმნელად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG