Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს


მიხეილ სააკაშვილი. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილი. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეძლეს სამართალდამცავების ავტომანქანიდან სააკაშვილის გადმოყვანა და მასთან ერთად დაიძრნენ უკრაინის პარლამენტის შენობისკენ. მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა, პარლამენტთან შეიკრიბონ და მოითხოვონ პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომა. უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანტონ გერაშჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა სააკაშვილის მომხრეებს მის გათავისუფლებაში ხელი არ შეუშალეს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, საბოლოოდ ყველა აგებს პასუხს უკანონო ქმედებებისთვის. „მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია არ უნდა მოხდეს და მან პასუხი უნდა აგოს უკრაინის კანონმდებლობით ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის“ - განაცხადა გერაშჩენკომ.

XS
SM
MD
LG