Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები აზერბაიჯანს მოუწოდებენ ისმაილოვას მოუხსნას მოგზაურობაზე აკრძალვა


გაეროს ორი ექსპერტი აზერბაიჯანს მოუწოდებს მოგზაურობაზე აკრძალვა მოუხსნას ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს და რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ხადიჯა ისმაილოვას და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაძლიერებას. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო მომხსენებლებმა, დევიდ კეიმ და მიშელ ფორსტმა - რომელთაგან პირველი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, მეორე კი ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობაზე - 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში დაწერეს: "მთავრობის მიერ ისმაილოვას წინააღმდეგ გატარებული ზომები მნიშვნელოვნად სცილდება ლეგიტიმურს. ისინი ზიანს აყენებს მის ინდივიდუალურ საქმეს, ისევე, როგორც ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მდგომარეობას". ისმაილოვა მიწვეული იყო სემინარზე და 1 დეკემბერს უნდა მიეღო პრემია მისი საგამოძიებო საქმიანობისთვის, თუმცა მან ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან 2016 წელს მას მოგზაურობა ხუთწლიანი ვადით აუკრძალეს.

XS
SM
MD
LG