Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აშშ-ის საელჩო „ყველა მხარეს“ მოუწოდებს, თავი აარიდონ ძალადობას


უკრაინაში აშშ-ის საელჩო „ყველა მხარეს“ მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა და თავი აარიდონ ძალადობას. ეს მოწოდება 5 დეკემბერს ტვიტერით გავრცელდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციურ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დემონსტრანტებს კიევში პარლამენტისაკენ გაუძღვა. მანამდე ის სამართალდამცველებმა დააკავეს, რასაც პოლიციელებთან სააკაშვილის მხარდამჭერების დაპირისპირება და მისი გათავისუფლება მოჰყვა. უკრაინის პარლამენტთან სპონტანურად გამართულ მიტინგზე, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, სააკაშვილი გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომისაკენ მოწოდებით. მან პრეზიდენტს „უკრაინის მოღალატე“ უწოდა. ხოლო უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილის საპროტესტო გამოსვლებს აფინანსებს „ორგანიზებული დანაშაულებრივი“ ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი.

XS
SM
MD
LG