Accessibility links

„მემორიალი“ ავრცელებს ცნობას გროზნოში ხალხის მოტაცების შესახებ


რუსეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ ავრცელებს ცნობას გროზნოში ხალხის მასობრივად მოტაცების შესახებ. ცნობილია ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მიერ გროზნოს მკვიდრთა მოტაცების, სულ ცოტა, შვიდი შემთხვევა. „მემორიალის“ ინფორმაციით, ეს ადამიანები „არაადამიანურ პირობებში“ არიან დაკავებული გროზნოში, ეროვნული გვარდიის ასეულის ტერიტორიაზე - პრაქტიკულად, საკვებისა და გათბობის გარეშე. ჩეჩნეთის სამართალდამცველ ორგანოთა თანამშრომლები არ აღიარებენ ადამიანების გაუჩინარებასთან კავშირს და უცნობია, რა არის მათი მოქმედების მიზეზი. უფლებადამცველებს არაერთხელ გაუვრცელებიათ ცნობები ჩეჩნეთის მკვიდრთა გაუჩინარების შესახებ. დაკარგულებს შორის არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები და მათი ნათესავები, გეები, აგრეთვე ხალხი, ვისაც გამოთქმული აქვს კრიტიკა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მისამართით.

XS
SM
MD
LG