Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა გააუქმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი


ესპანეთის ეროვნული უზენაესი სასამართლოს განცხადებით, მან გააუქმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერები. სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკოსებმა გამოავლინეს მზადყოფნა, დაბრუნდნენ ესპანეთში. ხუთივე ბელგიაში გაემგზავნა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს ცალმხრივი წესით გამოაცხადა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი უკანონოდ ცნო ესპანეთის სასამართლომ. პუჩდემონი და მისი გუნდის წევრები ამბოხებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონის მთავრობა გადააყენა და კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა. 21 დეკემბერს გაიმართება რიგგარეშე არჩევნები.

XS
SM
MD
LG