Accessibility links

რუსეთი ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას დოპინგთან დაკავშირებით


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების მოლოდინში

რუსეთი ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვება-არდაშვების საკითხზე. გადაწყვეტილებას 5 დეკემბრის საღამოს გამოაცხადებენ. რუსი ათლეტების შესაძლო დისკვალიფიკაციის მიზეზია რუსეთში დოპინგის სახელმწიფო სისტემის არსებობის ბრალდება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აქამდე არასოდეს მიუღია გადაწყვეტილება მთელი გუნდის დისკვალიფიკაციაზე. მისი სანქციები მიმართული იყო ხოლმე ცალკეული ათლეტებისა და ამათუიმ სპორტის სახეობაში კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 2016 წლის წაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვეს რუსი მძლეოსნები (გარდა ერთი სპორტსმენისა) და ძალოსნები. მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უფრო მკაცრ პოზიციაზეა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმართ, რადგან დოპინგის მოხმარეების გამო რუსეთისათვის წაყენებული ყველაზე მძიმე ბრალდებები უკავშირდება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელთაც სოჭმა უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG