Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ: რუსეთი არ დაიშვება ზამთრის თამაშებზე, თუმცა მისი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) გადაწყვეტილებით, რუსეთი არ დაიშვება 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, თუმცა მისი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზონ. სპორტსმენები იასპარეზებენ სტატუსით "რუსეთის ოლიმპიური ათლეტი", მაგრამ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს მონაწილეობა აეკრძალება. ამასთან, სოკ-მა ოლიმპიურ თამაშებში რაიმე ფორმით მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალა რუსეთის სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამინდელ ვიცე-პრემიერს, ვიტალი მუტკოს. რუსეთის დისკვალიფიკაციის მიზეზია რუსეთში დოპინგის სახელმწიფო სისტემის არსებობის ბრალდება. 2016 წლის წაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვეს რუსი მძლეოსნები (გარდა ერთი სპორტსმენისა) და ძალოსნები. მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უფრო მკაცრ პოზიციაზეა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმართ, რადგან დოპინგის მოხმარეების გამო რუსეთისათვის წაყენებული ყველაზე მძიმე ბრალდებები უკავშირდება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელთაც სოჭმა უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG