Accessibility links

საიას თავმჯდომარედ აირჩიეს სულხან სალაძე


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ, მომდევნო ერთი წლის ვადით, აირჩიეს სულხან სალაძე. ის ამ პოსტზე შეცვლის ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც ორგანიზაციას სამი წელიწადი უხელმძღვანელა. იურისტი სულხან სალაძე საიაში მუშაობს 2011 წლიდან, 2012 წლიდან ის პროექტის კოორდინატორის პოზიციას იკავებს. სალაძე, ამავდროულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია.

XS
SM
MD
LG