Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები მოიპოვა ატაცსა და აკვრაში, ორჭიდის ჯამში კი, 477 კილოგრამი დააგროვა და 23 კილოგრამით გაუსწრო უახლოეს მდევარს, ირანელ საეიდ ალიჰოსეინს. ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამით და ორჭიდში აღებული 477 კილოგრამით გააუმჯობესა ორი მსოფლიო რეკორდიც, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 24 წლის ლაშა ტალახაძე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონიცაა.

XS
SM
MD
LG