Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს უკრაინის პროკურატურაში მისვლას


მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს დასაკითხად მივიდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. კიევში, პარლამენტის შენობასთან 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს უწოდა ოროსანი, გაუნათლებელი და უკანონო. „მე მას არ ვთვლი გენერალურ პროკურორად. ამ ადამიანს არ გააჩნია იურიდიული განათლება, სინდისი და ღირსება“ - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მზად არის პროკურატურის გამომძიებლები მიიღოს უკრაინის პარლამენტთან გაშლილ „კარვების ქალაქში.“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, 6 დეკემბერს დილით, კარვებზე თავდასხმისას სამართალდამცავები მას ეძებდნენ, თუმცა, კარავი შეეშალათ. სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტთან მიმდინარე აქციას მშვიდობიანი უწოდა და პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართა, უარი თქვას პროვოკაციებსა და „კარვების ქალაქზე“ თავდასხმებისგან და ხალხს ნუ აიძულებს, რომ თავი დაიცვან.

XS
SM
MD
LG