Accessibility links

„მემორიალმა“ გამოაქვეყნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მონაცემების ახალი ბაზა


2017 წლის 5 დეკემბერი: უფლებადამცველ საზოგადოება "მემორიალის" მონაცემთა ახალი ბაზის პრეზენტაცია

რუსეთში დაფუძნებულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მემორიალმა“ გამოაქვეყნა საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მონაცემების ახალი ბაზა. ის მოიცავს სამ მილიონზე მეტ ჩანაწერს და წარმოადგენს მცდელობას, ერთ ბაზაში მოუყაროს თავი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეკრებილ მონაცემებს. ახალ ვერსიაში, კერძოდ, პირველად არის მოყვანილი მონაცემები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, რის შესახებაც ინტერნეტპორტალ „უროკი ისტორიისთან“ საუბრისას განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, იან რაჩინსკიმ. პროექტის მონაწილეთა ინფორმაციით, საიტზე გამოქვეყნებული მასალა ასახავს საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ტერორის მთელი მსხვერპლის მხოლოდ მეოთხედს.

XS
SM
MD
LG