Accessibility links

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა


მიხეილ ჯანელიძე, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 2017 წლის 6 დეკემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა. „მე გამოვხატე ნატო- საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას, ნატო მიესალმება ამ რეფორმებს და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. იენს სტოლტენბერგის განცხადებითვე, საქართველო ნატოს მტკიცე მხარდამჭერია, მონაწილეობს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში, ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და 900-მდე სამხედროთი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.

XS
SM
MD
LG