Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე


2017 წლის 6 დეკემბერი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნიჟნი ნოვგოროდში
2017 წლის 6 დეკემბერი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნიჟნი ნოვგოროდში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ მორიგი ექვსწლიანი ვადისთვისაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას 2018 წლის მარტის არჩევნებისათვის. პუტინმა 6 დეკემბერს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გააკეთა ეს განცხადება, რომლითაც დაადასტურა ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეოთხე ვადითაც შეეცდებოდა პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას. მისი პოპულარობა, ხელისუფლების ყველა შტოს კონტროლი და მრავალწლიანი ზომები პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად, ფაქტობრივად, არჩევნებში გამარჯვების გარანტიას იძლევა. ვლადიმირ პუტინი 1999 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში ხან პრემიერ-მინისტრის, ხან პრეზიდენტის რანგში.

XS
SM
MD
LG