Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა 6 დეკემბერს გამოთქვა ალიანსის „მტკიცე“ მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისადმი და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ბოლო დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „კვლავინდებურად გვაშფოთებს საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ურთიერთობის გაღრმავება. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, აღნიშნა სტოლტენბერგმა. ბრიუსელში გაიმართა ნატოს ლიდერთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძის შეხვედრაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა.

XS
SM
MD
LG