Accessibility links

პუტინი: მთავრობა ხელს არ შეუშლის რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მთავრობა ხელს არ შეუშლის რუს სპორტსმენებს, მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. პუტინმა 6 დეკემბერს თქვა, რომ რუს ათლეტებზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას ოლიმპიურ ასპარეზობაში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 5 დეკემბერს გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან დაადგინა, რომ ამ ქვეყანაში მიმართავდნენ ანტიდოპინგური სისტემის „უპრეცედენტო სისტემატურ მანიპულაციას“. რუს სპორტსმენებს, ვინც დაამტკიცებს, რომ არ იყენებდა დოპინგს, უფლება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში, როგორც „ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან“. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე ფხენჩანგი.

XS
SM
MD
LG