Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: დროა იერუსალიმი ოფიციალურად ვცნოთ ისრაელის დედაქალაქად


სატელევიზიო გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, დროა "იერუსალიმი ოფიციალურად ვცნოთ ისრაელის დედაქალაქადო". ტრამპის თქმით, მან სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე დაავალა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაო აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადასატანად. ტრამპის განცხადება რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკაში - რომლის ფარგლებშიც ქალაქის სტატუსი უნდა გადაწყვეტილიყო პალესტინელებთან მოლაპარაკებით. პალესტინელებს იერუსალიმის აღმოსავლეთი მათი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად ესახებათ. ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს მთელს ქალაქზე, რომლის გარკვეულ ადგილებს წმინდად მიიჩნევენ მუსლიმები, ებრაელები და ქრისტიანები. პალესტინელები და არაბული ქვეყნების ლიდერები, ისევე, როგორც აშშ-ის წამყვანი მოკავშირეები და გაეროს გენერალური მდივანი, ტრამპს აფრთხილებდნენ, რომ ეს ნაბიჯი შეიცავს მთელს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის პროვოცირების და სამშვიდობო პროცესის გართულების საფრთხეებს.

XS
SM
MD
LG