Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰამასი" ისრაელს დაემუქრა ახალი ინტიფადით


"ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანია
"ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანია

ისლამისტური მოძრაობის, „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ ომის გამოცხადება და სამშვიდობო პროცესის სამუდამოდ დასამარება უწოდა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და პალესტინელებს მიმართა, დაიწყონ ახალი შეიარაღებული აჯანყება, ინტიფადა. „იერუსალიმი ერთადერთია და დარჩება პალესტინისა და ყველა პალესტინელის დედაქალაქად“ - განაცხადა ისმაილ ჰანიამ. მან 8 დეკემბერი გამოაცხადა „რისხვის დღედ“ და ოკუპანტების წინააღმდეგ ახალი ინტიფადის დასაწყისად. „ჰამასის“ ლიდერმა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოუწოდა, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტონ.

XS
SM
MD
LG