Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა დაიწყო ისტორიული ვიზიტი საბერძნეთში


2017 წლის 7 დეკემბერი: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ათენში
2017 წლის 7 დეკემბერი: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ათენში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ეწვია საბერძნეთს, რაც მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, რადგან თურქეთის ლიდერი 65 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა ამ ქვეყანაში. ვიზიტის დაწყებიდან ცოტა ხანში ერდოანმა გამოთქვა შეფასება, რომ „ნათელი არ არის“ ორ ქვეყანას შორის საზღვარზე ხელშეკრულების ზოგი დეტალი და საჭიროა ეგეოსისა და კიპროსის შესახებ საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. თავის მხრივ, საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა გამორიცხა საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების გადახედვა. ერდოანმა აღნიშნა ასევე, რომ თურქეთისათვის პრიორიტეტული ამოცანაა საბერძნეთში მცხოვრები თურქული უმცირესობის უფლებების დაცვა. ათენში ერდოანის ჩასვლამდე, საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრის ცანაკოპულოსმა ვიზიტს უწოდა „უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე“ და აღნიშნა, რომ ათენი მოელის „უაღრესად კონსტრუქციულ დისკუსიებს“.

XS
SM
MD
LG