Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბელინგკეტი“: რუს გენერალს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს უკრაინის თავზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან


გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ტკაჩოვი
გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ტკაჩოვი

ავტორიტეტიან საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტის“ მონაცემებით, მაღალი რანგის რუს გენერალს, ნიკოლაი ტკაჩოვს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს 2014 წელს უკრაინის თავზე მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. „ბელინგკეტი“ იყენებს მაღალი ხარისხის დიგიტალურ ტექნიკას, რათა გააანალიზოს ინტერნეტით და სხვა წყაროებით გავრცელებული აუდიო და ვიზუალური მასალა. მან 8 დეკემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პირები ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს „დელფინად“ მოიხსენიებდნენ, სავარაუდოდ არის გადამდგარი რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, ნიკოლაი ტკაჩოვი. ამჟამად ის მუშაობს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მთავარ ინსპექტორად. აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად ასევე მუშაობს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ნიდერლანდის ხელმძღვანელობით. მან 2016 წელს გამოაქვეყნა თავისი დასკვნები, გამოაქვეყნა „დელფინისა“ და „ორიონის“ ფსევდონიმებით ერთმანეთთან მოსაუბრე ორი მამაკაცის საუბრებიც. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ეძებს დამატებით ინფორმაციას ამ ორ პირზე, თუმცა ნათელი არ არის, რა კავშირი აქვთ მათ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. 2014 წლის 17 ივლისისი კატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG