Accessibility links

ტილერსონი: უკრაინაში რუსეთის აგრესია არის მთავარი დაბრკოლება ამერიკა-რუსეთის დაახლოებისათვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესია არის მთავარი დაბრკოლება ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის. ტილერსონმა 7 დეკემბერს ვენაში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ გააუქმებს სანქციებს, სანამ რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან და ყირიმიდან. უკრაინის შესახებ ტილერსონის ამ განცხადების შემდეგ გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. ცნობების თანახმად, შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს გარღვევას ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამომწვევ საკითხებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG