Accessibility links

პაკისტანის სანაპიროსთან 20-მდე ადამიანი დაიღუპა ბორნის ჩაძირვის შედეგად


2017 წლის 8 დეკემბერი, პაკისტანი: მომლოცველები ბორანთან, რომელიც სინდის პროვინციის სანაპიროსთან ჩაიძირა

სამხრეთ პაკისტანის სანაპიროსთან, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ბორნის ჩაძირვის შედეგად. ბორანზე მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი მიეშურებოდა სუფისტური ტაძრისაკენ, რომელიც მდებარეობს კუნძულზე სინდის პროვინციის სანაპიროსთან. ოფიციალური პირების ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ძლიერი ქარი იყო. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

XS
SM
MD
LG