Accessibility links

პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს მეხუთედ ერგო "ოქროს ბურთი"


პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო მსოფლიოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - მას უკვე მეხუთედ ერგო „ოქროს ბურთი“. აქამდე ეს იყო რეკორდი, რომელიც არგენტინელ ლიონელ მესის ეკუთვნოდა. „ოქროს ბურთს“ 1956 წლიდან გასცემს საფრანგეთის საფეხბურთო გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“. 32 წლის რონალდუს, რომელიც მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელია, წელს უკვე რამდენიმე ჯილდო მიენიჭა, ის ფიფამ და უეფამაც აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად. „ოქროს ბურთის“ წლევანდელი ლაურეატის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილზეა მესი, მესამეზე - ბრაზილიელი ნეიმარი. "ოქროს ბურთით" დაჯილდოვების ცერემონია ხუთშაბათს პარიზში გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალისტები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG