Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი სახლი იწყება "ლეჩხუმიდან"


ავტორი: თამარ საღინაძე

არც ისეთი პატარაა ჩემი ლეჩხუმი ხალხს,რომ გონია..ამდენ სითბოს და სიწმინდეს პატარა რაიონი ვერ დაიტევდა.ხოდა ჩემი ბავშვობაც ერთ პატარა სოფელში ეტევა.მიყვარს იქაური, ყველა კუთხე-კუნჭული,მტკივა იქაური გასაჭირი..სტუდენტობამ დამაშორა ჩემს ტკბილ ჩეროს,ჩემს ხისსუნიან სახლს..ყველაზე ადრე მოვედი სამსახურში,ავიღე ჩემი ჩაის ფერი,ჩემი ჭრელი ჭიქა და დავიწყე წერა.აზრთა კორიანტელი იყრის თავს ერთ მაგიდასთან,ჩემი ლეჩხუმი-ჩემი ბავშვობაა.ჩემთვის ყველა ტკბილი მოგონება,ყველა ამბავი,არაფერი მოგონილი,ყველაფერი იქ არის.როგორ მინატრია ხოლმე იქ ყოფნა ზამთრის სუსხში იცით,აი ისე, წლობით რომ არ დაასხათ ყვავილებს წყალი,ან უდაბნოში ეცადოთ მისი გაზრდა..

მომენატრა შეშის ამოტანა სახლის,გასათბობად,მომენატრა დედაჩემის, გიორგობის თვეში,თოვლით დაფარული კალთა.მისი ლამაზი თითები,მისი მოშენებული უამრავი ყვავილი,ზამთრის სიცივეს რომ ვერაფერი დაუკლია და უდრეკად ამოდის მიწიდან..მამაჩემის, თოვლით დაფარული სასაფლაო მინდოდა მენახა,შიშველი ხელებით გადამეყარა თოვლი და იქვე გვერდით ჩამოვმჯდარიყავი,და ამბების მოყოლა დამეწყო.ჩვენ ასე ვართ შეთანხმებულები..

ჩემი სახლი,დიდი არ არის,აი ისეთია ფიქრებში რო წარმოგიდგენია კაცს.ხისსუნიანი სახლი..ყველა კუთხეში და ყველა ადგილზე,რაღაც ტკბილი მოგონება დევს,რაღაც ტკბილ მოგონებას უჭირავს ადგილი.დედაჩემის და მამაჩემის ოთახი,მამაჩემის კარადა მისი ტანსაცმელებით სავსე,ლარში რომ დაუკეცავს დედაჩემს,ფერების მიყოლებით.ჩემს ოთახს ბავშვობის იერი შემორჩენია,და ახალმა რემონტმა ვერაფერი დააკლო,ის სუნი დღემდე იგრძნობა.იქედან წამოსვლისას ჩემს კარადას მუდამ არეულს ვტოვებ,რომ ჩავდივარ დედაჩემის ლამაზი ხელები ეტყობა.შემატებულ ნივთებს ვერ ვამჩნევ,ძველ ნივთებთან.მათ იმდენი მოგონება უკავშირდებათ,იმდენი ამბავი,არაფერი მოგონილი ყველაფერი ნამდვილი.ყველაფერი ძველი ახასიათებს იქაურობა,ახალი წელიც კი “ძველით ახალი წელია”,უფრო მხიარულია და უფრო ბევრი ხალხით.თქვენ გგონიათ სახლი ციხესიმაგრეს უნდ აგავდეს,რომ თავი კარგად იგრძნოთ!? მთავარია ამ სახლში, ისინი იყვნენ ვინც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ.მაგრამ ეს სახლი,ჩემი ციხე-სიმაგრეა,და ჩემი თავდასაცავი ნაგებობაა,რომელის კარსაც შევაღებ თუ არა,ნაცნობი სურნელს და გარემოს შევისუნთქავ და დარდიც გამივლის..ჩემი ისტორია ამ სახლში შესვლისთანავე იწყება.ჩემი ცხოვრება იქ ინახება,ყველა კედელზე ჩემი ფიქრები აწერია,რომელსაც მარტო მე ვხედავ,თეთრი,შეუმჩნეველი ფანქრით.სანამ ლეჩხუმს არ ნახავთ,ჩემ ისტორიას მარტო მოსმენით ვერ გაიგებთ.იცით რატომ “იწყება საქართველო ლეჩხუმიდან”,იმიტომ რომ ეს ადგილი პირველი ადამიანივით იყო ჩემთვის,ამ ადგილმა შემაძინა ყველა აუცილებელი თვისება,ამ ადგილმა დამანახა სიყვარული და ამ ადგილმა გამზარდა ადამიანად და არ მომიყვანა წვიმად.არსად,არავის არავისთვის ისეთი სიკეთე არ გაუკეთებია,როგორიც ჩემს სახლს ჩემთვის,ჩემს “ჩეროს”.. ეს ერთგვარი საიდუმლოა,რომელსაც მხოლოდ ნამდვილი მეგობრები ინახავენ. ჩემი მესაიდუმლე კედლები,ხეები და ჩიხები,რომლებთანაც ბევრი მისაუბრია,რომელთან ერთადაც მივლია და ჩემთან ერთად გადაუტანიათ ჩემი ბავშვური სატკივარი..

ყველას ვეპატიჯები ხოლმე ჩემს სახლში.იქაურობა ისეთი მგრძნობიარეა,ყველა ადამიანს იცნობს და ყველა ადამიანის ესმის.ვუფრთხილდები მას,მეშინია გული არ ეტკინოს.თითქოს შემიძლია ქარის და წვიმის დროს გადავეფარო,ხელი შემოვხვიო და ვუთხრა,რომ მე სულ აქ ვარ,მე აქ მოვკვდები,ამ სახლის გვერდით..ვუთხრა,რომ მყუდროებას და ხის სუნს არავინ წაართმევს…მიყვარს ჩემი ლეჩხუმი,სადაც ჩემი სახლია,მიყვარს დედაჩემი,რომელიც იმ სახლშია,და მიყვარს ჩემი ოთახის კედლები,რომლებიც ბევრ მოგონებას მინახავენ..

აქ ვიპოვე თაროზე შემოდებული ჩემი თავი,დედაჩემის ხელებით გადაწმენდილი,გასუფთავებული და დარდ მოჭმული.მამაჩემს ძლიერი ჩემი თავი ყავს…დედაჩემს ბედნიერი ჩემი თავი უნდა გულაუტკენელი,ადამიანური,მთელი გულით.ხომ იცით დედის იმედი,როგორი ჟრუანტელია,მისი იმედების გამართლება,ნათელი წერტილია..მიყვარს..!მიყვარს..! ისევ მიყვარს ეს ყველაფერი,ისევ მიხარია ეს ყველაფერი,და ახალი ამბებივით მიხარია იმ კედლების მოყოლა,რომლებიც ჩემმა მოგონებებმა აალაპარაკეს..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG