გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, მეამბოხეები თავს დაესხნენ გაეროს ბაზას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მოკლეს 14, დაჭრეს 53 მშვიდობისდამცველი. გაეროს პრესმდივნის მოადგილე ფარჰან ჰაყმა 8 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მსხვერპლის უმრავლესობას ტანზანიელები შეადგენენ. მან კონგოს მეზობელ უგანდაში გამაგრებული მეამბოხეები დაადანაშაულა თავდასხმის მოწყობაში. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-პიერ ლაკრუამ 8 დეკემბერს ტვიტერში დაწერა, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებს. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, თავდასხმა 7 დეკემბერს, გვიან საღამოს მოეწყო ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, რომელიც აღმოსავლეთში მდებარეობს.