Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი


კიევში დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი მოათავსეს უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების დაწესებულებაში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, პარლამენტის დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ. მიმდინარე კვირაში სააკაშვილის დაკავება ერთხელ უკვე სცადეს სამართალდამცველებმა, მაგრამ ამას მისმა მომხრეებმა შეუშალეს ხელი.

XS
SM
MD
LG