Accessibility links

მაჰმუდ აბასი არ აპირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას


პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ არ აპირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრას. თეთრი სახლის ინფორმაციით, მაიკ პენსი ისრაელში 25 დეკემბერამდე გეგმავს ვიზიტს. პალესტინის ხელისუფლების აღშფოთება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს გადატანას იერუსალიმში. ამ ნაბიჯს არაბულ სამყაროში მიიჩნევენ ვაშინგტონის მხრიდან სადაო იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფო ტერიტორიად აღიარებას. „აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯაო“, - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

XS
SM
MD
LG