Accessibility links

პავლო კლიმკინი: დასავლეთი სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. „ეს უკრაინის საქმეა. გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გააკეთეთ სამართლებრივი სივრცის ფარგლებში. ყველაფერი ძალიან მარტივადაა,“ - ასე გამოეხმაურა პავლო კლიმკინი საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინელი სამართალდამცველების მიერ. იგი ეჭვმიტანილია 256-ე მუხლის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ იზოლატორში მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

XS
SM
MD
LG