Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ვიზიტით ეწვევა ეგვიპტესა და თურქეთს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 11 დეკემბერს გეგმიური ვიზიტით ესტუმრება ეგვიპტეს, გადაწყვიტა იმავე დღესვე თურქეთშიც ჩავიდეს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მოსალაპარაკებლად. კრემლის ინფორმაციით, პუტინი და ერდოანი ისაუბრებენ ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე, განიხილავენ სირიის პრობლემას და ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. სააგენტო "როიტერსი" ერდოანთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები იმსჯელებენ იერუსალამის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრაპის ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ, რაც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აცხადებს. რეგიონული უსაფრთხოების გარშემო საუბარი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელა-ფატა ალ სისითან შეხვედრის მთავარი თემა. მანამდერუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმების პროექტს, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებისათვის ეგვიპტის სამხედრო ბაზების გამოყენებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსკოვს გააფართოოს სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG