Accessibility links

კიევში დაიწყო სააკაშვილის მომხრეების ორგანიზებული აქცია


კიევის ცენტრში, შევჩენკოს პარკში დაიწყო ე.წ. „იმპიჩმენტის მარში“, რომელიც ორგანიზებულია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის, საგამოძიებო იზოლატორში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ. როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, ამ დროისათვის აქციის ადგილზე იმყოფება დაახლოებით 1500 კაცი. ორგანიზატორების თქმით, აქციას მალე შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატები იური დერევიანკო და ვიქტორ ჩუმაკი. აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობით გაემართებიან უკრაინის პარლამენტისაკენ, ბოლოს კი გადაინაცვლებენ უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია 256-ე მუხლის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 8 დეკემბერს დააკავა.

(რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის რეპორტაჟი)

XS
SM
MD
LG