Accessibility links

ერაყში სამხედრო აღლუმით აღინიშნება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება


ბაღდადში ერაყის არმია სამხედრო აღლუმით აღნიშნავს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვებას, სამწლიანი საომარი კომპანიის შემდეგ. სამხედრო აღლუმს თვალს ადევნებს ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰეიდარ ალ-აბადი, რომელმაც 9 დეკემბერს გამოაცხადა ექსტრემისტებზე გამარჯვება. ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის გაზაფხულზე ხელთ იგდო ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი და მასზე ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო გამოაცხადა. ერაყის არმიამ, აშშ-ის და სამხედრო დახმარებით შეძლო ექსტრემისტებზე გამარჯვების მიღწევა.

XS
SM
MD
LG