Accessibility links

ბეირუთში აშშ-ის საელჩოსთან მცირე შეტაკება მოხდა


10 დეკემბერს ლიბანის უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ბეირუთში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ისრაელის დედაქალაქად აღიარებს იერუსალიმს. სპეცდანიშნულების რაზმს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება დასჭირდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებმაც ქუჩაზე ცეცხლი დაანთეს და აალებადი ჭურვებს ისროდნენ. ლიბანში რამდენიმე ასეულ ათასი პალესტინელი დევნილი ცხოვრობს. მათი აღშფოთება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს გადატანას იერუსალიმში. ამ ნაბიჯს არაბულ სამყაროში მიიჩნევენ ვაშინგტონის მხრიდან სადაო იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფო ტერიტორიად აღიარებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG