Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში


ბათუმში, კიროვის და ჯინჭარაძის ქუჩების გადაკვეთაზე, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე სახცოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია. როგორც იტყობინებიან, დაშავებულია ხუთი ადამიანი. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება.

XS
SM
MD
LG